![]() | ![]() |
FOREX
თუ თქვენ ხართ დამწყები და Forex-ის ბაზარზე ტრანზაქციების შესრულებისას გრძნობთ თავს არადამაჯერებლად, კომპანია "ფორექს ცენტრი" გთავაზობთ ტრეიდერთა მოსამზადებელ სასწავლო კურსებს. რომლის გავლის შემდეგ მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე წარმატებით ვაჭრობაში. ამ მიზნით სასწავლებლად აგვყავს მცირე 3-5 კაციანი ჯგუფები რაც გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ინდივიდუალურად თითოეულთან. სწავლის პერიოდში იხსნება Demo ანგარიშები, რომელიც არაფრით განსხვავდება რეალურისაგან. ამის საშუალებით თქვენ აითვისებთ თუ როგორ იმოქმედოთ ბაზარზე ამა თუ იმ სიტუაციაში და მიიღოთ მისგან სარგებელი. ჩვენთან თქვენ მიიღებთ აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, შეგასწავლით ფუნდამენტალურ და ტექნიკურ ანალიზს, მოგცემთ ჩვენს მიერ შექმნილ ინდიკატორებს და სავაჭრო სისტემებს, რომელიც იქნება თქვენი ეფექტური და მომგებიანი მუშაობის წინა პირობა Forex და სხვა ფინანსურ ბაზრებზე. ასევე მიიღებთ DVD დისკზე ჩაწერილ საბირჟო თემატიკის წიგნებს (ინგლისურ და რუსულ ენებზე) და მოგცემთ DVD დისკზე ჩაწერილ საბირჟო თემატიკაზე შექმნილ სასწავლო ფილმებს. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს (დღეში ორი საათი 1900-2100).სწავლის ღირებულებაა 300 ლარი. ტრეიდერთა სასწავლო საბაზო კურსის პროგრამა იხილეთ აქ დოკუმენტის ნახვისთვის საჭიროა Adobe Reader თუ თქვენ არ გიყენიათ იგი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ
|