![]() | ![]() |
FOREX
სავაჭრო სესიები
სხვა ბაზრებთან შედარებით სავალუტო FOREX-ის ბაზრი მუშაობს 24სთ. ამთავრებს რა მუშობას წყნარი ოკეანის რეგიონი, იწყება აზიის სესია, მერე გადადის ევროპის სესიაზე, ევროპის მერე აგრძელებს ამერიკა და მერე ისევ წყნარი ოკეანის რეგიონი, ასე რომ დედამიწის ბრუნვასთან ერთად დღე-ღამის ციკლში სავალუტო ბაზარი სულ მუშაობს. ისვენებს მხოლოდ შაბათ-კვირას.
დროის ათვლა ტრადიციულად ხდება, ნულოვანი მერიდიანიდან, გრინვიჩის (ლონდონი) დროის მიხედვით. GMT - Greenwich Meridian Time. დედამიწის სხვადასხვა ფინანსურ ცენტრებში GMT დროსთან განსხვავება მოცემულია ცხრილში.
გეოგრაფიული მდებარეობით საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელია სავალუტო FOREX-ის ბაზარზე მუშაობა, შუადღემდე მუშაობს ტოკიოს ბაზარი, მერე ევროპის და ოთხი საათიდან ერთვება ამერიკის ბაზარი. ფაქტიურად ტრეიდერს საქართვეოდან აქვს შესაძლებლობა თვალყური ადევნოს თითქმის ყველა სესიას დღის განმავლობაში. სავალუტო FOREX-ის ბაზრის მუშაობის დრო (თბილისის დროით ზამთ/ზაფხ პერიოდში)
აზიის სესია - ძირითადი მუშაობა მიდის USD/JPY წყვილზე, აგრეთვე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ხოლმე EUR/USD , EUR/JPY, GBP/JPY წყვილებზე. აზიური სესია გამოირჩევა თავისი აგრესიულობით იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ, რომელიც სხვა ბანკებთან შედარებით ხშირად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციებს. ევროპის სესია - ყველაზე დიდი მოცულობითი სესიაა. უფრო აქტიური ხდება ლონდონის სესიის გახსნის შემდეგ. ოპერაციები GBP წარმოებს ამ სესიის დროს, რადგანაც მისი ძირითადი მოცულობები თავმოყრილია ლონდონის ბაზარზე. ამერიკის სესია - გამოირჩევა ვალუტის კურსების უფრო მეტი მოულოდნელი სწრაფი რხევებით, განსაკუთრებით კი ეს ხდება იმ საათებში, როდესაც ბაზარზე მარტო რჩებიან ამერიკის ბანკები. Forex - ის ბაზარზე მუშაობის აქტიური საათები
Boston Merchant Financial- ის სავაჭრო სესიები, მისი პლატფორმების საშუალებით, იწყება ყოველ კვირა დღეს 22 საათზე (GMT დროით) და მიმდინარეობს მთელი კვირა შესვენების გარეშე, ვაჭრობა იხურება პარასკევს 21-30 საათზე (GMT დროით). |