იურიდიული ასპექტები
იურიდიული განმარტება ტრეიდინგისათვის
*ტრეიდინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია
*ყურადღებით შეაფასეთ თქვენი საინვესტიციო კაპიტალი და ინვესტირების მიზნები.
ფორექსის (FOREX) ან სხვაობაზე კონტრაქტების (CFD-contract for difference) ბაზრებზე ვაჭრობა არსებით რისკს შეიცავს. ამიტომ ამ ბაზრებზე ვაჭრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენ გულდასმით უნდა აწონ-დაწონოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, შეაფასოთ გამოცდილების დონე და რისკისადმი მზადყოფნა. ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: დაუშვებელია იმ ფულის ინვესტირება, რომლის დაკარგვის უფლებაც თქვენ არა გაქვთ. ნებისმიერი წარსული მიღწევები არ არის მომავალი შედეგების გარანტი.
*შეაფასეთ ბაზრის ვოლატილობა.
სავალუტო ბაზარზე ნებისმიერ გარიგებას თან სდევს არსებითი რისკი. ნებისმიერი გარიგება უცხოური ვალუტით დაკავშირებულია რისკთან, პოლიტიკური და/ან ეკონომიკური ცვლილებების პოტენციალის ჩათვლით, რომლებსაც არსებითი გავლენა შეუძლიათ იქონიონ ამა თუ იმ ვალუტის ფასსა და ლიკვიდურობაზე. მეტიც, FX და CFD ბაზრებზე ვაჭრობისათვის დამახასიათებელი ლევერიჯი იმას ნიშნავს, რომ ბაზრის ნებისმიერ მოძრაობას, შესაბამისად, მზარდი გავლენა ექნება თქვენს მიერ დეპონირებულ სახსრებზე. ამ ფაქტორს შეუძლია იმუშაოს თქვენს, როგორც საწინააღმდეგოდ, ისე სასარგებლოდ. არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენ სრულად დაკარგოთ საწყისი სამარჟო დეპოზიტი, და საჭირო გახდება დამატებითი სახსრების შეტანა თქვენი პოზიციის მხარდასაჭერად. თუ ვერ შესძლებთ მარჟინალური მოთხოვნის შესრულებას დადგენილ დროში, თქვენი პოზიცია ლიკვიდირებულ იქნება, და თქვენ პასუხს აგებთ ამის შედეგად მიყენებულ ყველა ზარალზე. ინვესტორებს შეუძლიათ დასწიონ თავისი რისკის დონე რისკ-მენეჯმენტის სტრატეგიების გზით, როგორიცაა ორდერები “სტოპ-ლოსი” (STOP-LOSS) ან “სტოპ-ლიმიტი” (STOP-LIMIT).
*შეაფასეთ პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ტექნიკის ხარვეზების ალბათობა
არსებობს აგრეთვე რისკები, დაკავშირებული ინტერნეტით გარიგებების შესრულების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან, ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მრავლობითი ხარვეზების ჩათვლით. კომპანიაში Boston Merchant Financial LTD გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევისათვის გამოყენებულია მადუბლირებელი სისტემები და გეგმები, სისტემური ხარვეზების ალბათობის მინიმიზაციის მიზნით. გარდა ამისა, ყოველთვის არის გარიგების ტელეფონით განხორციელების საშუალება.
სტოპ-ბრძანებების შეტყობინება პოზიციაში შესვლისა და პოზიციის დახურვისათვის.
Boston Merchant Financial LTD არ იძლევა გარიგებების შესრულების გარანტიას. STOP ორდრების განლაგება, იმისდა მიუხედავად, იხმარება იგი პოზიციის გახსნისა თუ დახურვისათვის, არ იძლევა გარანტიას, რომ გარიგება შესრულდება ორდერის ფასში. ყველა STOP ბრძანებები პოზიციაში შესასვლელად შესრულდება, აქტივაციის შემთხვევაში, პირველ/საუკეთესო საბაზრო ფასში, რომელიც შეიძლება დაემთხვეს, მაგრამ შეიძლება არც დაემთხვეს ორდერით მოთხოვნილ ფასს. გაზრდილი ვოლატილობის პერიოდში ბაზარმა შეიძლება იმოძრაოს წყვეტებით (GAP), რასაც თან სდევს ორდერის შესრულება მითითებული ფასებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ფასებში.
იურიდიული განმარტება თარგმანისათვის
Boston Merchant Financial LTD-ის საკლიენტო განცხადებებისა და ყველა ხელშეკრულებების ინგლისურენოვანი ვერსიები წარმოადგენს კანონიერ და მავალდებულებელ კონტრაქტებს. ინგლისურენოვანი ვერსიის ყველა პირობა რჩება ძალაში, მიუხედავად თარგმანში არსებული შეცდომებისა (მათ შორის ნაბეჭდი), რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს ამ დოკუმენტების არა-ინგლისურენოვანი ვერსიები. ასევე, ყველა სასამართლოებსა და იურიდიულ პროცესებში შეცდომები აღიარებულ იქნება იურიდიული ძალის არმქონედ. თუ ხსენებული დოკუმენტების ნათარგმნი ვერსიების რომელიმე პირობა არ შეიცავს ლოგიკურ მტკიცებულებას, გრამატიკული ან ნებისმიერი სხვა რამ თვალსაზრისით, აუცილებელია ხელმოწერამდე დაუკავშირდეთ Boston Merchant Financial LTD-ს. თუ წარმოდგენილი თარგმანი ეჭვს იწვევს, კლიენტი ვალდებულია, შეასრულოს და აანაზღაუროს ნებისმიერი განცხადებებისა და ხელშეკრულებების ინგლისურენოვანი ვერსიების თარგმნა თავისი საჭიროებისათვის. Boston Merchant Financial LTD გირჩევთ, ნებისმიერი საკლიენტო განცხადებისა და/ან ხელშეკრულების ხელმოწერამდე გულდასმით წაიკითხოთ და გააცნობიეროთ მასში არსებული პირობები. ხელმოწერილი ხელშეკრულება (შეთანხმება) იმისი დამამტკიცებელია, რომ თქვენ გააცნობიერეთ ყველა პირობა ისე, როგორც ჩამოყალიბებულია იგი ინგლისურენოვან ვერსიაში.
კონფიდენციალობის პოლიტიკა
განცხადება Boston Merchant Financial LTD-ის კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ
Boston Merchant Financial LTD თვლის, რომ კონფიდენციალობას და პიროვნების კერძო ფინანსური პირობების დაცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივი არის ჩვენი ურთიერთობა ჩვენს კლიენტებთან. ამიტომ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით თქვენს მოთხოვნებს ინფორმაციის კონფიდენციალობის თაობაზე.
ჩვენ ვიყენებთ ქვემოთ აღწერილ პოლიტიკას ყველა კლიენტის – ფიზიკური პირის მიმართ, თუმცა კანონით გვევალება მისი გამოყენება მხოლოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც იყენებენ ჩვენს მომსახურებას პირად, ოჯახურ თუ საოჯახო მეურნეობის მიზნებისათვის.
1. ინფორმაციის მოძიება
კლიენტების უკეთესი მომსახურებისათვის Boston Merchant Financial LTD მოიძიებს ფინანსური ხასიათის ხსვადასხვა ინფორმაციას კლიენტების შესახებ. ფიზიკურ პირებთან მიმართებაში Boston Merchant Financial LTD-ს შეუძლია მოიძიოს დახურული პერსონალური ფინანსური ინფორმაცია თქვენს შესახებ შემდეგი წყაროებიდან:
- ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ თქვენგან ანგარიშის გახსნაზე თქვენს მიერ შევსებული განცხადებების სახით სარეგისტრაციო ინფორმაცია, ანგარიშის გახსნის სხვა დოკუმენტები, მათ შორის: ანგარიშის მფლობელის სახელის, საფოსტო მისამართის, ტელეფონის ნომერის, საბანკო რეკვიზიტების, ელექტრონული მისამართის, წლიური შემოსავლის, ფინანსური მდგომარეობის და სხვათა ჩათვლით.
-
ვაჭრობის ისტორია, ინფორმაცია თქვენი გარიგებების შესახებ თქვენს ანგარიშზე Boston Merchant Financial LTD-ში, აგრეთვე ანგარიშზე ჩვენს აფილირებული პირებთან.
-
საკრედიტო ინფორმაცია: სპეციალიზირებული ბიუროებისა და სააგენტოების ინფორმაციები.
2. ინფორმაციის გახსნა
Boston Merchant Financial LTD არ უხსნის არააფილირებულ პირებს კლენტების არავითარ დახურულ პერსონალურ ინფორმაციას, გარდა კანონით ნებადართული შემთხვევებისა. კანონმდებლობით ნებადართულია გაეხსნას თქვენი დახურული პერსონალური ინფორმაცია არააფილირებულ პირებს ზოგიერთ სიტუაციებში, ჩვეულებრივ, იმ გარიგების ან მომსახურების შემთხვევაში, რომელზედაც თქვენ გაქვთ მოთხოვნა ან შეთავაზება.
ზოგჯერ Boston Merchant Financial LTD-ს და ჩვენს აფილირებულ პირებს შეუძლიათ გადასცენ ერთმანეთს თქვენი ინფორმაცია თითოეული აფილირებული ფირმის მიერ საკლიენტო მომსახურების უფრო უკეთესი ორგანიზაციის მიზნით. დახურულ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ შეიძლება გავუხსნათ ერთმანეთს, როგორც აფილირებულმა კომპანიებმა, შეზღუდვის გარეშე მიეკუთვნება:
-
ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ თქვენგან ანგარიშის გახსნაზე თქვენს მიერ შევსებული განცხადებების სახით სარეგისტრაციო ინფორმაცია, ანგარიშის გახსნის სხვა დოკუმენტები, მათ შორის: ანგარიშის მფლობელის სახელის, საფოსტო მისამართის, ტელეფონის ნომერის, საბანკო რეკვიზიტების, ელექტრონული მისამართის, წლიური შემოსავლის, ფინანსური მდგომარეობის და სხვათა ჩათვლით.
-
ვაჭრობის ისტორია, ინფორმაცია თქვენი გარიგებების შესახებ თქვენს ანგარიშზე Boston Merchant Financial LTD-ში, აგრეთვე ანგარიშზე ჩვენს აფილირებული პირებთან.
-
საკრედიტო ინფორმაცია: სპეციალიზირებული ბიუროებისა და სააგენტოების ინფორმაციები.
3. ყოფილ კლიენტებზე ინფორმაციის გახსნა
Boston Merchant Financial LTD არ ხსნის დახურულ პერსონალურ ინფორმაციას ყოფილ კლიენტებზე, გარდა კანონით ნებადართული შემთხვევებისა. ამდენად, თუ თქვენ დახურავთ ანგარიშს და გადახვალთ არააქტიური/ყოფილი კლიენტების კატეგორიაში, ჩვენ დავიცავთ სტანდარტებს, აღწერილს აქ წარმოდგენილ კონფიდენციალობის პირობებში.
4. ინფორმაციის დაცვა
Boston Merchant Financial LTD იყენებს კლიენტების შესახებ დახურული პერსონალური ინფორმაციის დაცვის ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული ხასიათის მეთოდებს. შედეგად, ხელი თქვენს დახურულ პერსონალურ ინფორმაციაზე მიუწვდება მხოლოდ ავტორიზებულ პერსონალს, რომელიც უნდა ფლობდეს ასეთ შეღწევას მომსახურებისა თუ პროდუქტის შეთავაზებისათვის. ჩვენ ვზღუდავთ ავტორიზებული პერსონალის შეღწევას კლიენტების დახურულ ინფორმაციაში მხოლოდ საქმიანი მიზნებით. ასეთ მეთოდებს იყენებს Boston Merchant Financial LTD-ს ჯგუფის ყველა კომპანია.
თუ მომავალში, რაღაც დროს, ჩვენი პოლიტიკა ინფორმაციის კონფიდენციალობასთან მიმართებაში შეიცვლება, ჩვენ შეგატყობინებთ ამის შესახებ წინასწარ, ასეთი ცვლილებების რეალიზაციამდე. ასევე მოგაწოდებთ განმარტებებს თქვენი უფლებების შესახებ, ინფორმაციის გახსნის დამატებით პირობებთან ან გახსნის წესების ცვლილებებთან უთანხმოების შემთხვევაში.
გაყიდვების შეზღუდვა
კომპანიის Boston Merchant Financial LTD, მიერ მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება არ ხდება კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ), ასევე აშშ და კანადის სუბიექტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ასეთებს, შესაბამისად, აშშ და კანადის კანონმდებლობით.
თუ თქვენ აპირებთ ამ საიტზე აღწერილი პროდუქტის თუ მომსახურების მიღებას, თქვენი შეკითხვის პასუხად მიღებულ ელექტრონულ კორესპონდენციაში ჯერ უნდა მიუთითოთ Boston Merchant-ს იმაზე, წარმოადგენთ თუ არა აშშ ან კანადის მოქალაქეს ან/და იმაზე, აკრძალული ხომ არ არის იმ იურისდიქციაში, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, ასეთი პროდუქტების თუ მომსახურების მიღება.
ვებ-საიტი და მისი შინაარსი არ წარმოადგენს შეთავაზებას ან მიწვევას ყიდვის, ვაჭრობის თუ ნებისმიერ მომსახურებაზე ხელმოწერის თაობაზე, დაკავშირებულს ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობასთან, ფინანსურ
ზოგადად “აშშ სუბიექტები” ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, მცხოვრებს შეერთებულ შტატებში, ან ნებისმიერ იურიდიულ პირს, შექმნილს ან ინკორპორირებულს შეერთებული შტატების კანონებით. საზღვარგარეთ მცხოვრები აშშ მოქალაქეები ასევე შეიძლება, განსაზღვრული წესებით, მიჩნეულ იქნან აშშ სუბიექტებად.