FOREX
 


საერთაშორისო სავალუტო Forex - ის (Forein Exchange) ბაზარი არის გლობალური სავალუტო ბაზარი, ასპარეზი სადაც ხდება ერთი ქვეყნის ვალუტის განსაზღვრული თანხის გაცვლა მეორე ქვეყნის ვალუტაზე, გარკვეული კურსით. ამავე დროს ესაა ყველაზე დიდი მსოფლიოში საფინანსო ბაზარი, რომლის დღიური ბრუნვა შეადგენს 1,5-3,0 ტრილიონ დოლარს. სხვა ფინანსური ბაზრებისაგან განსხვავებით მას არ გააჩნია ცენტრალური ბირჟა და ვაჭრობის განსაზღვრული ადგილი. იგი ფუნქციონერებს ელექტრონული ქსელის საშუალებით. FOREX - ის ბაზრის მონაწილენი არიან ბანკები, ინსტიტუციონალური ინვესტორები, ექსპორტ-იმპორტიორები და კერძო პირები, რომლებიც ერთამნეთთან ვალუტით ვაჭრობენ. ცენტრალური კვანძის არ არსებობა საშუალებას აძლევს FOREX -ის ბაზრს იმუშაოს სადღეღამისოდ და გადააგილოს თავისი მოღვაწეობა დღეღამის განმავლობაში მსოფლიოს ერთი რეგიონიდან მეორეში.

სავალუტო წყვილები

Boston Merchant გაძლევთ საშუალებას ივაჭროთ 24 სავალუტო წყვილზე ესენია:

EUR/USDGBP/CHF
USD/JPYAUD/JPY
GBP/USDEUR/AUD
USD/CHFEUR/CAD
USD/CADNZD/JPY
AUD/USDCAD/JPY
EUR/GBPGBP/CAD
EUR/JPYGBP/NZD
GBP/JPYGBP/AUD
CHF/JPYAUD/NZD
EUR/CHFAUD/CHF
NZD/USDUSD/MXN

მარჟა

მარჟინალური ვაჭრობის არსი მდგომარეობს შემდეგში: გარიგების შესრულებისათვის არაა აუცილებელი კონტრაქტის მთელი თანხის ქონა, საკმარისია მხოლოდ საწყისი დეპოზიტის შეტანა, რომელიც შეადგენს კონტრაქტის თანხის 1% პროცენტს, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გარიგების შესრულებისათვის BOSTON MERCHANT FINANCIAL გაძლევთ საკრედიტო ხაზს (1:100 მხარით), რომელიც ასჯერ აღემატება თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხას. პოზიციის დახურვის შემდეგ მას უკან აბრუნებთ. მარჟინალური ვაჭრობის სისტემის წყალობით FOREX-ზე ვაჭრობა შესაძლებელია მცირე კაპიტალით. მინიმალური დეპოზიტი $100.

კონტრაქტების მოცულობები

ყველა გარიგება აღირიცხება ლოტებში და აქვს თავისი მოცულობა. ლოტების (კონტრაქტების მოცულობების) არჩევანი თავისუფალია და შეადგენს $1-ს. ამდენად ვაჭრობა შესაძლებელია $1-დან ზემოთ. ლოტების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 50 მილიონს საბაზო ვალუტასთან მიმართებაში.

კოტირებები და ინტერნეტ ტრეიდინგი

BOSTON MERCHANT-ის ინტერნეტ პლატფორმების საშუალებით ვაჭრობა ძალზე მარტივია, რეალურ დროში ვალუტების ყიდვა/გაყიდავის მოქნილი ინტერფეისისა და ძალზე სწარაფი შესრულების წყალობით. ვალუტების ფასები იცვლება რეალურ დროში და მათი განახლება ხდება მყისიერად. ინტერნეტით გარიგების შესრულება შედგება ორი საფეხურისაგან: შეგყავთ შესაბამის ფანჯარაში ლოტების რაოდენობა და ანხორცილებთ ტრანზაქციას. გარიგებები დასტურდება ერთი წამის განმვლობაში რეალურ რეჟიმში, სისტემა განუწყვეტლივ აახლებს თქვენს ფინანსურ შედეგებს.

სავაჭრო ორდერების ტიპები

Boston Merchant-ის ინტერნეტ პლატფორმები საშუალებას იძლევა ტრეიდერმა გამოიყენოს ვაჭრობის სხვადასხვა ტიპის ორდერები და ადევნოს თვალი მათ შესრულებას. ორდერები შეიძლება მიცემული იქნეს ნებისმიერ ფასში, არსებობს შემდეგი ტიპის ორდერები:
  • საბაზრო ორდერი (Market Order) – არის ორდერი მიმდინარე საბაზრო ფასში, რომელიც სრულდება მყისიერად.
  • ლიმიტ ორდერი (Limit Order) – არის ორდერი, რომელიც აფიქსირებს გახსნილი პოზიციის მოგებას.
  • სტოპ ორდერი (Stop Order) – არის ორდერი, რომელიც აფიქსირებს გახსნილი პოზიციის რისკს, მას იყენებენ ზარალის შესამცირებლად და ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ ბაზარი წავა თქვენს საწინაარმდეგოდ.
  • მცოცავი სტოპი (Trailing Stop) – არის სტოპ ორდერის სახე, იგი მიჰყვება ბაზარს დინამიკაში და ამით ამცირებს გახსნილი პოზიციის რისკს.

გადადებული ორდერები (Entry Orders)

1). გადადებული ყიდვის სტოპ ორდერი (Entry Buy Stop Order) – შესრულდება, როდესაც ფასი მიაღწევს ორდერში მითითებულ ნიშნულს.



2). გადადებული ყიდვის ლიმიტ ორდერი (Entry Buy Limit Order) – შესრულდება, როდესაც ფასი მიაღწევს ორდერში მითითებულ ნიშნულს.



3). გადადებული გაყიდვის სტოპ ორდერი (Entry Sell Stop Order) – შესრულდება, როდესაც ფასი მიაღწევს ორდერში მითითებულ ნიშნულს.



4). გადადებული გაყიდვის ლიმიტ ორდერი (Entry Sell Limit Order) – შესრულდება, როდესაც ფასი მიაღწევს ორდერში მითითებულ ნიშნულს.




პოზიციების გადატანა – ოვერნაითი (Overnaight)

თუ ტრეიდერი გადაიტანს პოზიციას მეორე სავაჭრო დღეს (ანუ არ დახურავს მას იმავე დღეს), პოზიცია ხელოვნურად იხურება სავაჭრო დღის ბოლოს და მეორე დღეს იხსნება ზუსტად იგივე პოზიცია (იგივე ფასში) რომელშიც, ხელოვნურად იქნა დახურული პირველ სავაჭრო დღეს. მარჟინალური ვაჭრობის შემთხვევაში ითვლება რომ, ტრეიდერმა აიღო პროცენტიანი კრედიტი პოზიციის გადატანისათვის (ხოლო ბროკერი იღებს კრედიტს ბანკიდან). მაგალითი: თუ ტრეიდერი ვაჭრობს EUR/USD წყვილზე და ევროზონის საპროცენტო განაკვეთი მეტია აშშ სარეზერვო სიტემის ფედერალურ საპროცენტო განაკვეთზე და ტრეიდერმა გააკეთა ტრანზაქცია EUR – მიმართულებით (BUY) მაშინ გადატანილ პოზიაციაზე ტრეიდერს ემატება ოვერნაითი, საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობიდან გადაანგარიშებული წლის მიხედვით ერთ დღეზე, ხოლო საწინაამღდეგო პოზიციის დაკავებისას აკლდება ოვერნაითი. ეს ძალზე მცირე უმნიშვნელო თანხებია, მაგრამ აკლდება ან/და ემატება ტრეიდერის ბალანს.

გარიგების დადასტურება

გარიგების დადასტურება ხდება სავაჭრო პლატფორმაში ეკრანზე ერთი წამის განმავლობაში. გარიგების ყველა დეტალები შეიძლება ინახოს ეკრანზევე: გარიგების თარიღი და დრო, ფასი, მისი მოცულობა, სარეგისტრაციო ნომერი. გარდა ამისა მონიტორზე თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მთელი გარიგების თანმიმდევრობას, თქვენს ღია პოზიციებს, მოგება/ზარალს, ბალანსს, მარჟის მდგომარეობას რეალურ რეჟიმში.

ანგარიში შესრულებული ტრეიდების მიხედვით

სავაჭრო პლატფორმაში თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ თქვენი შესრულებული გარიგებების შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია.








 

Forex Center © 2009-2010. All Rights Reserved.